პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა, სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button