სპორტი
სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე პეტრაკოვი არ იქნება

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ალექსანდრე პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
13 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩის შემდეგ, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე პეტრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
13 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ანგარიშით 0:2 დაამარცხა სომხეთის ნაკრები.







