მთავარია უსაფრთხოება. მიმდინარეობს სიუნიქის აეროპორტის მოდერნიზება

მოდერნიზაცია არა მხოლოდ გააუმჯობესებს აეროპორტის ტექნიკურ შესაძლებლობებს, არამედ შექმნის პირობებს საჰაერო მიმოსვლის შემდგომი განვითარებისთვის.
კაპანის „სიუნიქის“ აეროპორტის მოდერნიზება მიმდინარეობს. ახალი აღჭურვილობის დაყენება გაზრდის ფრენების უსაფრთხოებას და შეამცირებს ფრენების გაუქმებას ცუდი ამინდის გამო, განუცხადა Sputnik სომხეთს აეროპორტის დირექტორმა კარენ ვარდანიანმა.
„ერევანი-კაპან-ერევანი რეისი ხორციელდება ვიზუალური ფრენის წესებით, რაც ხელსაყრელ ამინდს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეისი გაუქმდება. „ახლა ღრუბლების ქვედა ფენის სიმაღლის საზომი მოწყობილობა უკვე დამონტაჟდა“, – განაცხადა ვარდანიანმა.
„სიუნიქი“ სომხეთის მესამე სამოქალაქო აეროპორტია, რომელმაც მიიღო IATA-ს კოდი. ამ ეტაპზე აეროპორტი ემსახურება კვირაში სამ რეისს (ერევანი-კაპანი-ერევანი). მაგრამ ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას ფრენების სიხშირე გაზრდილი იქნას დღეში ხუთ რეისამდე.







