წელს ამოქმედდება ახალი შვიდწლიანი პროგრამა მაღალტექნოლოგიური სექტორის მხარდასაჭერად

სომხეთის მთავრობა 2025 წლიდან დაიწყებს ახალ შვიდწლიან პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სრ მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა.
მისი თქმით, პროგრამა შედგება ორი ძირითადი ინსტრუმენტისგან, რომელთაგან პირველი არის მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც სამ ძირითად მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.
„2022 წლის 1 მარტიდან მოცულ ან მოსაცველ მიგრანტ მუშაკთა შემთხვევაში, კომპანიები მიიღებენ 60 პროცენტიან საშემოსავლო გადასახადის მხარდაჭერას. საშემოსავლო გადასახადის 60 პროცენტი უბრუნდება იმ კომპანიებს, რომლებიც დაასაქმებენ ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე გადამზადებულ სპეციალისტებს. საშემოსავლო გადასახადის 50 პროცენტიანი დახმარება გაეწევათ იმ კომპანიებს, რომლებიც დაასაქმებენ გადასამზადებელ თანამშრომლებს.
„თუ წინა წლებში მთავრობას მიზანში ძირითადად IT სექტორი ჰყავდა, მაშინ ამ პროგრამით პირველად განისაზღვრა, თუ რა არის მაღალი ტექნოლოგიები“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან პროგრამის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ შემდეგ სექტორებში მოქმედი კომპანიები: კომპიუტერების და ოპტიკური მოწყობილობების წარმოება, თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების წარმოება, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და საინფორმაციო სერვისების მიწოდება.
მინისტრმა დასძინა, რომ ამ ინიციატივით მთავრობა ცდილობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენად აქციოს.







