ეკონომიკა

ჩინელი დიპლომატის ინტერვიუ თურქულ გაზეთთან: „პეკინი გეგმავს სომხეთის უფრო აქტიურ ინტეგრაციას ინიციატივაში  „ერთი სარტყელი – ერთი  გზა“

სომხეთში ჩინეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჩენგ მინმა კომენტარი პროსამთავრობო თურქულ გაზეთ „Türkiye“-ს მისცა. გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია კომენტარი: „ჩინეთიდან ახალი ნაბიჯი ინიციატივაზე  „ერთი სარტყელი -ერთი გზა“.  თურქეთი სტრატეგიული ცენტრია და ერევანი კი ჩართულია სატრანსპორტო ქსელში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გლობალური სავაჭრო რუკა იცვლება. ჩინეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს თავის ისტორიულ ინიციატივაში „ერთი სარტყელი  –  ერთი გზა“, ემზადება სომხეთის სატრანსპორტო ქსელში ჩართვისთვის. აღინიშნა, რომ პეკინის  ამ გეგმის შესახებ პირველად სომხეთში ჩინეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჩენგ მინმა ისაუბრა.

Regionmonitor.com  წარმოგიდგენთ სტატიას:

„ჩინეთს სურს გახსნას ახალი გვერდი თავის ინიციატივაში „ერთი სარტყელი -ერთი გზა“. სომხეთში ჩინეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჩენ მინმა პირველად განაცხადა, რომ პროექტში ერევანი ჩაერთვება.

Turkiyegazetesi.com.tr-სთვის მიცემულ სპეციალურ კომენტარში ჩენგ მინმა აღნიშნა, რომ პეკინი გეგმავს სომხეთის უფრო აქტიურ ინტეგრაციას, რომელსაც ის განიხილავს, როგორც “მსოფლიოს გზაჯვარედინს”, ინიციატივაში „ერთი სარტყელი -ერთი გზა“.

გამოაცხადა, რომ ამ ფარგლებში ჩინეთი მალე მოაწერს ხელშეკრულებას ერევანთან სატრანსპორტო სექტორში, ჩენმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამები ხელახლა ხაზავენ  სამხრეთ კავკასიის ეკომომიკურ  რუკას.  

ნახეთ მეტი
Back to top button