
ტირანაში ძალიან წარმატებული სამიტის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება კვლავ შეიკრიბება კოპენჰაგენში 2025 წლის ოქტომბერში. ამის შესახებ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა, ანტონიო კოსტამ, სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოება ლიდერების დონეზე პანევროპული პოლიტიკური დიალოგის უმნიშვნელოვანეს პლატფორმად იქცა.“
„2026 წელს სამიტს სომხეთი და ირლანდია უმასპინძლებენ, 2027 წელს შვეიცარია და საბერძნეთი, ხოლო 2028 წელს აზერბაიჯანი და ლატვია“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა.







