პოლიტიკა
სომხეთს ეწვევა მონტენეგროს საგარეო და ევროპულ საკითხებში ვიცე-პრემიერი

მონტენეგროს საგარეო და ევროპულ საკითხებში ვიცე-პრემიერი ფილიპ ივანოვიჩი 27 მაისს სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ფილიპ ივანოვიჩი მონაწილეობას მიიღებს „ერევნის დიალოგის“ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში.
ფილიპ ივანოვიჩი ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდება.







