თბილისის სომხური ენის საკვირაო სკოლას 30 წლიანი ისტორია აქვს

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლად უსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, 2025 წლის 8 ივნისს, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის სომხური ენის საკვირაო სკოლის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს armenianchurch.ge.
დღესასწაულზე ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლად უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში სომხური ენის სწავლების პირველი საკვირაო სკოლა 1994 წელს დაარსდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლად უსამღვდელოესობა ცხონებულ ეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით.
„წმინდა ეღია წინასწარმეტყველის“ საკვირაო სკოლა თავის გარშემო აერთიანებს მათ, ვინც არ ფლობს მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილ სომხურ ანბანს, ვინც არ საუბრობს სომხურად. ეს სკოლა იცავს სომეხ ბავშვებს ასიმილაციის საფრთხისგან, ეხმარება სომხებად გაზრდაში, სომხური განათლებას მიღებასა და სომხური ტრადიციებით ცხოვრებაში.







