
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი შეხვდა ქვეყნის პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ვიქტორ სანიკიძეს.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.







