
სომხეთმა გამოთქვა სურვილი, გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის, ძალის გამოუყენებლობისა და საზღვრების ურღვევობის გაზიარებით, სომხეთის რესპუბლიკამ გამოთქვა სურვილი, გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი“, – წერს ბადალიანი.







