მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა გადაწყვიტეს, ერთობლივი განაცხადი წარადგინონ დონალდ ტრამპისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების თაობაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გადაწყვიტეს, ერთობლივი განაცხადი წარადგინონ ნობელის საერთაშორისო კომიტეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების თაობაზე.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა. 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულ მოლაპარაკებებსა და ხელმოწერილ დოკუმენტებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის როლი ფასდაუდებელია.

„მშვიდობა დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის როლი ამ საკითხში ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ შევთანხმდით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, რომ ერთობლივი განაცხადი წარედგინათ ნობელის საერთაშორისო კომიტეტში ბატონი ტრამპისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების თაობაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

8 აგვისტოს, აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებას, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შესთავაზა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, წარუდგინოს ერთობლივი განაცხადი საერთაშორისო ნობელის კომიტეტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button