ბაქოსა და ისრაელს შორის არსებულმა ხანგრძლივმა კავშირებმა შესაძლოა აზერბაიჯანი ირანთან უფრო ფართო ომში ჩაითრიოს – მედია

აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში ჩათრეული უკანასკნელი ქვეყანა გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ნახიჩევანს ოთხი დრონი დაეჯახა. ბაქო აცხადებს, რომ ისინი ირანის ტერიტორიიდან გაუშვეს. დარტყმებმა შენობები და ინფრასტრუქტურა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრა. როგორც Middle East Eye წერს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანი ცდილობს საპასუხო ქმედებებით რეგიონში თავისი გავლენის დემონსტრირებას.
ათწლეულების განმავლობაში სპარსეთის ყურის სახელმწიფოები (არაბული ქვეყნები) საკუთარ თავს „სტაბილურობის კუნძულებად“ წარმოაჩენდნენ და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დაყრდნობით ინვესტორებსა და ტურისტებს იზიდავდნენ. ირანის სამხედრო მოქმედებები მიზნად ისახავს ამ აღქმის განადგურებას და იმის ჩვენებას, რომ ომისგან მიყენებული ზიანი მის საზღვრებს გასცდება.
ეს რეგიონული არეულობები მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლას ისახავს მიზნად, რათა ვაშინგტონზე (შეერთებულ შტატებზე) ზეწოლა მოახდინონ ომის დასრულების მიზნით.
ვაშინგტონში დაფუძნებული Gulf State Analytics-ის დირექტორი, ჯორჯო კაფიერო, მიიჩნევს, რომ ამ არასტაბილურობამ შეიძლება ყურის სახელმწიფოები აიძულოს „დაარწმუნონ შეერთებული შტატები, შეწყვიტონ აგრესიული ქმედებები“.







