ეკონომიკამთავარი

სომხეთისა და საქართველოს ელექტროსისტემები ერთმანეთს დაუკავშირდება

სომხეთისა და საქართველოს ელექტროსისტემები ერთმანეთს დაუკავშირდება.

12 მარტს გამართულ სხდომაზე სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთსა და საკრედიტო რეკონსტრუქციის ბანკს შორის „ევროკავშირის კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელის მეორე ფაზის“ სასესხო ხელშეკრულება.

დასაბუთებაში ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანია სომხეთისა და საქართველოს ელექტროსისტემების დაკავშირება მაღალი ძაბვის მუდმივი დენის 500/400/220 კვ (HVDC) გადამყვანი ქვესადგურის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს სომხეთის ქალაქ აირუმში, საზღვართან.

საბოლოო ჯამში, დაგეგმილია სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრის გაზრდა ამჟამინდელი 200 მეგავატიდან 350 მეგავატამდე პირველ ეტაპზე, ხოლო შემდეგ, რეგიონული ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, 1050 მეგავატამდე.

პროგრამისთვის გამოყოფილი სესხისა და გრანტის სახსრების საერთო ბიუჯეტი 188,75 მილიონი ევროა, გადასახადების გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button