
რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სომხეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით, განვითარებითა და გაღრმავებით, ჩვენ სომხეთს ძმურ ქვეყნად მივიჩნევთ, ხოლო სომეხ ხალხს – ძმურ ხალხად. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა სომხეთში, სერგეი კოპირკინმა, პორტალ 24news-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამიტომ, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია გულწრფელად, მაგრამ კონსტრუქციულად ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც სინამდვილეში არსებობს“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ნდობაზე დაფუძნებული დიალოგი უმაღლეს დონეზე შედგა.
„აბა, სხვანაირად როგორ უნდა განიხილებოდეეს მგრძნობიარე, პრობლემური საკითხები?“ – დასძინა კოპირკინმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ წელს განიხილება რუსეთში სომხური კულტურის დღეების და სომხეთში რუსული სულიერი კულტურის დღეების ჩატარების საკითხი.







