კულტურა

ქართული „ბითლზის“ სომეხი დამფუძნებელი

როკენ-როლის  ისტორიაში საქართველომ თავისი სათქმელი თქვა თბილისელი სომეხის  ვალერი ქოჩაროვის ბენდით Blitz-Beatles-ი. საბჭოტა  პერიოდში აკრძალულმა  ამ ფგუფმა მოიარა მთელი კავშირი და მიაღწია ლივერპულამდე, სადაც  სევიდა ამ მუსიკალური ქალაქის საუკეთესო ინგლისური ბენდების სიაში.

ქოჩაროვის ბენდის მენეჯერი მრავალი წლის განმავლობაში იყო Beatles- ის პირველი მენეჯერი, ალან უილიამსი. თბილისელი  ბითლზი ახლა მის სამშობლოშია. ამჟამად  მუშაობს, რათა თბილისი  და ლივერპული აღიარებულნი იქნენ დაძმობილებულ ქალაქებად  და ორივე ქალაქში დაიდგას როკენროლის ყველა დროის ვარსკვლავის ჯონ ლენონის ძეგლი.

  ქართული ბითლზის დამაარსებელი. ასე იცნობენ თბილისში  გიტარისტს  და ვოკალისტს ვალერი ქოჩაროვს.  მის მიერ დაარსებული  Blitz band იყო 70-იანი და 80-იანი წლების ყველაზე აღიარებული მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც კავკასიის ცენტრში მოიტანა  აკრძალული, მაგრამ ასე სანატრელი როკი.

“თბილისის შემოჭრა” უწოდეს  ჯგუფის განსაცვიფრებელ წარმატებას, რომელმაც არამარტო გადალახა თბილისისა და საბჭოთა კავშირის საზღვრები, არამედ მიაღწია ევროპასაც.

ეს ყველაფერი 70-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, როდესაც ქოჩაროვი, პროფესიით მხატვარი, გიტარის დაკვრას შეუდგა. მის მეგობრებთან,  თბილისურ კვარტეტთან ერთად  თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ, მან დაიპყრო მთელი საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი გადასახლდა ლივერპულში.

”ჩვენ ამ ფესტივალზე დავიმსახურეთ მაყურებლისა და ჟიურის სპეციალური ჯილდო,  ამის შემდეგ დაიწყო  გასტროლებიც. თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკიდან მოგვიწვიეს. სანკტ – პეტერბურგში 12 000 ადამიანი ესწრებოდა კონცერტს და შემდეგ კი ლივერპულში მიგვიწვიეს ფესტივალზე, ”- ამბობს ვალერი ქოჩაროვი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ლივერპულში, ქოჩარავის ბენდი ყოველთვის შედიოდა საუკეთესო ინგლისურ როკ ჯგუფთა სამეულში.

ქოჩაროვის ბენდი  ახლა თბილისშია. დედაქალაქის ცენტრში გახსნილი  კლუბი„ბითლზი“ მრავალი წლის განმავლობაში როკის მოყვარულთა საყვარელი ადგილიიყო. დღეს ბენდი  პერიოდულად ატარებს  კონცერტებს, ახლახან მონაწილეობას იღებდნენ  პროექტში “როკის ვეტერანები”, გარდა ამისა ორგანიზებას უკეთებდა  ჯონ  ლენონის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button