
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელ დიმიტრი მედვედევთან.
როგორც გვაცნობეს სრ პრემიერ მინისტრის აპარატიდან, განიხილეს ამა წლის 25 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულების პროცესი. მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.







