მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რეგიონში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ  მნაცაკანიანი  და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თანხმდებიან, რომ რეგიონში მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. როგორც “არმენპრესი ” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა 11 ნოემბერს ერევანში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”მე მაღალ  შეფასება ვაძლევ  ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში რუსეთის თანათავმჯდომარეობას , რომელიც სხვა ქვეყნების თანათავმჯდომარეთა შორის  ძალისხმევას არ იშურებს  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.  არცახის  საკითხი ეხება მათ ისტორიულ სამშობლოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებების რეალიზაციას. ჩვენ, როგორც არცახის უსაფრთხოების გარანტი, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი მოგვარების გარემო, რომელიც პატივს სცემს არცახის ხალხის უფლებების განხორციელებას, შეზღუდვისა და ძალადობის მნაცაკანიანმა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის გააგრძელოს ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button