ეკონომიკამთავარი

სომხეთმა პირველად მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ გამოფენაში თემაზე: „უცხოური პირდაპირი ინვესტიციები“

სომხურმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა ლონდონში, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების თემაზე გამართულ გამოფენაში. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო.

ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, ექსპოს სტუმრებს  გააცნეს სომხეთის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, კერძოდ, ახალი  პლატფორმა  «eRegulations Armenia» , რომელიც ეტაპობრივად ასახავს ინვესტორებისთვის 18 ყველაზე მნიშვნელოვან პროცედურას. “eRegulations Armenia” მოემსახურება იმ ბიზნესმენებს, რომლებიც აპირებენ სომხეთში ბიზნესის დაწყებას და გაფართოებას.

დიდი მნიშვნელობა მიენიჭა  ბიზნესისა დასაინვენსტიციო  გარემოს გაუმჯობესებას, სომხეთის მთავრობა გეგმავს თანდათანობით გააფართოვოს პროცედურების რაოდენობა პლატფორმა  «eRegulations Armenia»  მიმართულებით.  

«eRegulations Armenia»   ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივი ძალისხმევით.

ნახეთ მეტი
Back to top button