კულტურამთავარი

„იარხუშტის“ ფესტივალმა შეიძლება მთელი მსოფლიო დააინტერესოს: მეხაკ აპრესიანი

„იარხუშტის“  ფესტივალი შეიძლება გახდეს პოპულარული მთელს მსოფლიოში და სერიოზულად მოიზიდოს ტურისტები. „სპუტნიკი- სომხეთის“ კორესპონდენტთან საუბრისას გნაცხადა სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა.

„ფესტივალს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი  და კულტურული ელემენტი. ეს არის სომხური ცეკვის ხელოვნება. ეს შეიძლება იყო საინტერესო  არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობისათვის, არამედ უცხოელებისთვისაც, ეს შეიძლება გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალი“, – თქვა მან.

რაც შეეხება ადგილს, აპრესიანი ფიქრობს, რომ ფესტივალისთვის უნდა შეირჩეს ადგილი ისტორიულ ძეგლთან,  მაგალითად, ციხის მახლობლად. როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, საერთოდ  ფესტივალის ორგანიზატორები, როგორც წესი, ითვალისწინებენ უამრავ ფაქტორს, მათ შორის ტურისტულ სეზონსაც.

მეხაკ აპრესიანი თვლის, რომ ფესტივალები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტურიზმის განვითარებისათვის. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ფესტივალი – ღვინის, მწვადის, ტოლმის,  თუთის, ქადის – უკვე პოპულარული გახდა სომხეთის ფარგლებს გარეთაც. არიან ტურისტები, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან ამ დღეებში სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button