ანალიტიკამთავარი

კორონავირუსი დაამხობს მსოფლიო გლობალიზაციას და დარტყმას მიაყენებს ზენაციონალურ სტრუქტურებს

„რა იყო სინამდვილეში COVID-19 ვირუსის გამომწვევი მიზეზი, ან რომელი სახელმწიფო გახდა გამომწვევი,  ვის  მოუტანა სარგებელი და ვის ავნო,  ვფიქრობ ამის განხილვას უკვე აზრი არ აქვს და ეს არსებითიც  არ არის. ხოლო არსებითია ის ფაქტი, რომ  კორონავირუსი გახდა ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. მიუხედავად მისი სწრაფად დაძლევის მცდელობებისა და ზომების ეფექტურობისა, ის მაინც შეცვლის მსოფლიოში არსებულ  ძველ წეს-წყობილებას“, – ამის შესახებ განაცხადა  ეკონომიკური მეცნიერების კანდიდატმა , დოცენტმა  კარენ სარგსიანმა 24News– სთან საუბრისას.

მისი აზრით, შემთხვევით არ არის,  რომ  მსოფლიოს ზოგიერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერი კორონავირუსს ომს ადარებს. დიახ, აქამდე მხოლოდ მსოფლიო ომების  შედეგად იცვლებოდა  მსოფლიო პოლიტიკის „სტატუს  ქვო“.  მსოფლიო ომების გზით ხდებოდა იმპერიების და საკეისროების  დაშლა, ახლის ფორმირება, მაგრამ ბოლო დროს  საზოგადოება სწრაფად ვითარდება,  იცვლება რელიეფი და ბრძოლის საშუალებებიც.

„ ვირუსით გამოწვეული ეს გლობალური კრიზისი ძლიერი დარტყმა იყო გლობალისტური პოლიტიკისთვის და მის შედეგად წარმოქმნილი ტრანსნაციონალური სტრუქტურებისთვის. ამის ნათელი დასტურია არეულობა და მძიმე მდგომარეობა  ევროპაში, როდესაც ჩვენ ვხვდებით, თუ როგორ ხურავენ ევროკავშირის სახელმწიფოები თავიანთ საზღვრებს და იზოლირებულნი არიან მეზობელი სახელმწიფოებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი  დიდი  სახელმწიფოს ცალკეული “ნაწილაკები” არიან.  თავად ევროკავშირმა ვერ შეძლო დროულად გამოხმაურებოდა და მხარი დაეჭირა იტალიისათვის. რომელიც მარტოდ-მარტო აღმოჩნდა პანმდემიის წინაშე.  დროული დახმარება ხომ ხელს შეუშლიდა ამ დაავადების სხვა სახელმწიფოებში გავრცელებას და ისინიც იძულებულნი არ იქნებოდნენ დაეხურათ საზღვრები“,-ამბობს ეკონომისტი.  

სარგსიანისთვის ერთი რამ ცხადია:   მსოფლიო აღარ იქნება უკვე ძველებური და გლობალიზმის ოდესღაც მოწინავე და ალტერნატივის არ მქონე პოლიტიკას ჩაანაცვლებს უფრო მეტად ფრაგმენტირებული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება შიგა ეროვნულ ინტერესებსა და იდეებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button