საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის პიკი მოსალოდნელია 3-4 კვირის შემდეგ

კორონავირუსის ინფექციის პიკი საქართველოში სავარაუდოდ სამიდან ოთხ კვირაში უნდა იყოს, აღნიშნა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან  გამყრელიძემ. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს  Georgia News-ი.

„მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს  ჩვეულებრივ  პირველი შემთხვევის დადასტურებიდან  მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირაში. უკვე მესამე კვირაა გასული  კორონავირუსის დამტკიცების პირველი შემთხვევიდან.  26 თებერვალს, ჩვენ დავადასტურეთ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში.   გუშინ, მთავრობასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოში  გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულ წინაკრიტიკულ ეტაპზე. ასე რომ, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ყველა ის ღონისძიება,  რაც დღეს ქვეყანაში ტარდება“, – თქვა გამყრელიძემ   „პალიტრა-ნიუსის“ არხზე.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის ინფექციის 54 შემთხვევა. ქვეყანაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 26 თებერვალს. დიდი ხნის განმავლობაში, ეპიდემიოლოგებმა შეძლეს თვალყურს ედევნებინათ  პირველი  პაციენტების კონტაქტებისათვის , რითაც თავიდან აიცილეს კორონავირუსის გავრცელება ქვეყნის შიგნით. ვითარება მკვეთრად შეიცვალა 22 მარტს, როდესაც მარნეულის  „ზეოჰოსპიტალში“ კორონავირუსით დაავადებული ქალი გამომჟღავნდა.  სპეციალისტებმა ვერ დაადგინეს ინფექციის წყარო. საავადმყოფოში წასვლამდე ქალი ასობით ადამიანთან იყო შეხებაში.

დღეიდან, მარნეული და მეზობელი ბოლნისი ორი კვირის განმავლობაში მკაცრი რეჟიმით არიან კარანტინირებულნი. შემაკავებელი ზომები გავრცელდა 200 000-ზე მეტ ადამიანზე.

ინფექციის გავრცელების ეტაპზე საჭირო ღონისძიებების გასატარებლად საქართველოში  21 მარტს  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button