საერთაშორისო

საქართველოში 5 ჯარისკაცი იქნა გადაყვანილი კლინიკაში კორონავირუსზე ეჭვით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 5 ჯარისკაცი  გადაიყვანეს  საუნივერსიტეტო  კლინიკაში გრიპის მსგავსი სიმპტომებით, რათა გაიარონ  ტესტირება კორონავირუსზე, იტყობინება aliq.ge.

”რამოდენიმე საათის წინ ჩვენს კლინიკაში  იქნა გადაყვანილი  ხუთი ჯარისკაცი გრიპის სიმპტომებით.  ამჟამად, ისინი გადიან ყველა კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევას. ჩვენ ასევე გადავაგზავნეთ  ნიმუშები ლუგარის ცენტრში. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, -აღნიშნავს რატიანი.

26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის 77 შემთხვევა, 4055 იყო კარანტინირებული, ხოლო 252 – საავადმყოფოშია. ქვეყანაში ასევე აღინიშნება გამოჯანმრთელების 10 შემთხვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button