კულტურამთავარი

საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროგრამები: ეროვნული გალერეა აქტიურ საქმიანობას ეწევა ინტერნეტით

ისე როგორც სხვა  კულტურული დაწესებულები, სომხეთის ეროვნული გალერეაც  იძულებითი შვებულების პირობებში  მუშაობას განაგრძობს ონლაინ პლატფორმაზე. ის ხელოვნების მოყვარულებს წარუდგენს საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამებს. ამის შესახებ  წერს საინფორმაციო პორტალი „არმენპრესი“.  

სომხეთის ეროვნული გალერეის მედიასთან კავშირის  პასუხისმგებელმა პირმა ანუშ ნიკოღოსიანმა „არმენპრესის“ კორესპონდენტთან  საუბრისას თქვა, რომ  გალერეა „ფეისბუქის“ მის ოფიციალურ გვერდზე გამოფენის „დალი და პიკასო„ ფარგლებში  წარმოადგენს ავტორების ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ თემებს,  პუბლიკაციებს გამოფენილი ნიმუშების შექმნის შესახებ.

მომდევნო წელს აღინიშნება სომხეთის ეროვნული გალერეის 100 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით, გალერეის გვერდზე  ყოველდღიურად განთავსდება მასალები, რომლებიც შეეხებიან გალერეის  შენობის დაარსებას, ფონდებს, კოლექციებს, ისევე როგორც მოგვითხრობენ მრავალწლოვანი გამოცდილების მქონე მუშაკთა შესახებ.  ქვეყნდება არქივში დაცული ფოტოები. მათგან უმეტესობა პირველად იქნება წარდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

ამავე პრინციპით არქივიდან გამოტანილია  და  უჩვენებენ გადაცემებს და ფილმებს რომლებიც ეძღვნებიან  სომხეთის ეროვნული გალერეის მუდმივ კოლექციებს, მოგვითხრობენ ამა თუ იმ ეპოქაში მცხოვრებ  ცნობილ მხატვრებზე.

ქალთა პორტრეტების სერია, რომელიც  დაცულია გალერიის კოლექციებში  გამოფენილი იქნა დედათა  და  ქალთა  დღესთან დაკავშირებით.

ასევე საინტერესო  ინტერნეტ-მუშაობას აწარმოებს ვირტუალურ დომენში   გალერიის  საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება.  გამოიფინება ნიმუში ამა თუ იმ კოლექციიდან და მის  ირგვლივ იმართება  განხილვები. ამ განყოფილებას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და  ეს ინტერაქტიური ექსკურსიები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ხელოვნების მოყვარულები დიდ ინტერესს იჩენენ სომხეთის ეროვნული გალერეის მიმართ. ამაზე მოწმობს გალერეის ოფიციალური გვერდების ვიზიტორთა რიცხვი, ნახვა და კომენტარები.

როგორც იცით, სომხეთში 16 მარტიდან გამოცხადებულია  საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის ვადით. მრავალი მასობრივი ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა. კულტურულმა ინსტიტუტებმა გარკვეული დროით შეწყვიტეს საქმიანობა. ბევრი მათგანი ცდილობს დაუკავშირდეს ხელოვნების მოყვარულებს ვირტუალურ პლატფორმაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button