კულტურამთავარი

სიმფონიური ორკესტრი მადლობას უხდის მედიცინის მუშაკებს მუსიკალური ვიდეოს საშუალებით

სომხეთის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მუსიკალური ვიდეო, რომლითაც მადლობას უხდის მედიცინის მუშაკებს  თავდაუზოგავი  შრომისათვის.

როგორც „არმენპრესი“  იუწყება,  ორკესტრის მუსიკოსები ასრულებენ სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნს.

„სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მხარს უჭერს კორონავირუსის გავრცელების თავის არიდების მიზნით სახლში დარჩენის მოწოდებას  და მადლობას უხდის მედიცინის მუშაკებს“,-ნათქვამია ვიდეოში.

https://www.facebook.com/watch/?v=2551474541731281

სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 16 აპრილამდე,  მრავალი მასობრივი ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა. კულტურულმა ინსტიტუტებმა გარკვეული დროით შეწყვიტეს საქმიანობა. ბევრი მათგანი ცდილობს დაუკავშირდეს ხელოვნების მოყვარულებს ვირტუალურ პლატფორმაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button