ეკონომიკა

ბენზინი სომხეთში შედარებით იაფია

სომხეთში ბენზინი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის  სპიკერმა ანი სმბატიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„მსოფლიოს 165 ქვეყანაში ბენზინის  ფასების სტატისტიკის თანახმად, ამჟამად სომხეთში 1  ლიტრი  95 ოქტანის (პრემიუმი) ბენზინი იყიდება  დაახლოებით 0.71 დოლარად (350 დრამი).

ამ მაჩვენებლით  სომხეთი  მსოფლიო ბაზარზე 35-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი მე -11 ადგილზეა, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ფასია 0.76 $, რუსეთში კი ბენზინი  0.58 აშშ დოლარი ღირს“,- წერს ანი სმბატიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button