საზოგადოება

ერთ-ერთ სამეცნიერო ინსტიტუტთან განიხილება კორონავირუსის ტესტების წარმოების დაწყების საკითხი

არმენპრესი. კორონავირუსის პრევენციის კომიტეტი განიხილავს სრ ერთ – ერთ სამეცნიერო ინსტიტუტთან ტესტების ადგილობრივი წარმოების დაწყების საკითხს. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო სიტუაციების კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა.
”ჩვენ ჩვენს ერთ– ერთ  სამეცნიერო ინსტიტუტთან ვიმსჯელებთ ტესტების ადგილობრივი წარმოების დაწყების საკითხზე. ჩვენ ასევე დავეხმარებით მათ ნედლეულის მიწოდებაში. ამ ეტაპზე ჩვენ ასევე ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ რამდენად შეგვიძლია შემოვიტანოთ სპეციალური აღჭურვილობა, რომ ტესტები ავტომატიზირებული რეჟიმით განხორციელდეს. ამჟამად დაგეგმილია 100000 ტესტის წარმოება, თუ ყველა პირობის დაკმაყოფილება შეგვეძლება”- აღნიშნა ავინიანმა და დასძინა, რომ ახლო მომავალში საზღვარგარეთიდან დაახლოებით 60,000 ტესტს მიიღებენ.
სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სომხეთში, 2020 წლის 16 მარტის საღამოს 18:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილის საღამოს 17:00 საათამდე. 24 მარტის 23:59 საათიდან 31 მარტის 23:59 საათამდე შეიზღუდა ხალხის თავისუფალი გადაადგილების უფლება სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button