კულტურამთავარი

ხავერდოვანი რევოლუციის შესახებ ფილმმა “მე მარტო არ ვარ” მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი

არმენპრესი: სომხეთში 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შესახებ ფილმმა “მე მარტო არ ვარ” (I am not alone)  მეათე ჯილდო მიიღო, ამჯერად საერთაშორისო კინოფესტივალზე RiverRun. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ აღინიშნა ფილმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, თან ერთვის ჟიურის განცხადებაც.
,,ჟიურის მთავარი პრიზი გადაეცა ფილმს “მე მარტო არ ვარ”, რომლის რეჟისორია კარინ ჰოვჰანნისიანი. ეს მომხიბლავი ფილმი მოგვაგონებს საუკეთესო დოკუმენტური კინემატოგრაფიის ძალას, ჩვენ თვალს გვიხელს იმ ისტორიის წინაშე, რომელიც არ ვიცოდით, ის წარმოდგენილია არტისტიზმით და ოსტატობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფილმი ნიკოლ ფაშინიანის კვალს მიყვება. ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი ხდება პოლიტიკური აქტივისტი, აწყობს სვლას სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ.
”ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ ერთი ადამიანი მთელს ქვეყანას შემოუვლის და მსვლელობას მასობრივ მოძრაობად აქცევს ჩვენს თვალწინ. ფილმის ყურება უფრო მეტია, ვიდრე პასიური დაკვირვება პოლიტიკური მოძრაობის შესახებ. ჰოვჰანნისიანი მაყურებელს მთლიანად ითრევს მონაყოლში, დრონების მიერ გადაღებული ულამაზესი სანახაობიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქეების მობილური ტელეფონების კადრებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში.

ჟიურის მოსაზრებით, ფილმი ნათელი და შთამაგონებელია. ჟიურიმ შეამჩნია, რომ რთული თემის შერჩევით, მის კონკრეტულ მონაყოლში საინტერესოდაა წარმოდგენილი რთულ და ახალი ისტორიის მრავალი მხარე. ,,საარჩევნო წლის შუა პერიოდში, ”მე მარტო არ ვარ” არის ხალხის ძალის ძლიერი შეხსენება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფილმის პრემიერა შედგა 2019 წლის 7 სექტემბერს ტორონტოს სქოთიბენდის თეატრში. ცნობილი როკმუსიკოსი, System of a Down ბენდის სოლისტი სერჟ თანკიანი ფილმის მთავარი პროდიუსერი და საუნდტრეკის ავტორია.

ნახეთ მეტი
Back to top button