მთავარიპოლიტიკა

არმია სანგრიდან ამოვიდა: საჰაერო გამარჯვება მტრის სამხედრო წვრთნების ფონზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სომხური წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოცდის ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი სერიული წარმოება დაიწყება უახლოეს თვეებში.  სომხური  უპილოტო დამრტყმელი აპარატის  შესახებ ვიდეო ქვეყნდება აზერბაიჯანსა და ნახჭევანში ფართომასშტაბიანი წვრთნების ფონზე.

სომხეთმა უპასუხა თავისი სამხედრო წვრთნებით  და  აჩვენა დისტანციური ბრძოლის  გამოყენების უნარი. გარდა ამისა წვრთნებზე უფრო ძლიერი პასუხი შესაძლებელია გახდეს  დამრტყმელი უპილოტო მოწყობილობის გამოცდა და მისი სერიული წარმოების დაწყება.

საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანს არ აქვს უპილოტოები. რეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების სისტემის ეფექტური მართვისთვის სომხეთს არა მხოლოდ კონკურენციაუნარიანი  ეკონომიკა და არმია სჭირდება, არამედ ამ სფეროში სიცოცხლისუნარიანი სამხედრო ინდუსტრიაც.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა „სანგრული დაცვიდან“  საჰაერო ტაქტიკაზე გადასვლა გამოაცხადა . ამ კონტექსტში, სომხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო  სუ-30სმ-ის მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომლის ახალი პარტიაც,  მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში იქნება სომხეთში.

ამავე დროს, საჰაერო დომინირების სტრატეგიის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ დგას ის სომხურ მიწა-წყალზე,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად არის დამყარებული სომხურ წარმოებაზე. გამანადგურებელი მრავალფუნქციური ავიაციის თვალსაზრისით სომხეთი ჯერ კიდევ შორს არის თვითმომარაგებისაგან,  მაგრამ დამრტყმელი უპილოტო მოწყობილობის  წარმოება რეალური  ნიშანია  იმისა, რომ ერევანი  ეფექტურად ამაღლებს  ახალი თავდაცვის ტაქტიკის სუვერენიტეტს შესაძლებლობის ფარგლებში.

ფართო გაგებით, სამხედრო-პოლიტიკური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გრძელვადიან პესპექტივაში შეუძლებელია წარმატებით იქნას  დაცული რეგიონალური უსაფრთხოების ღერძი, თუ არ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისის სამხედრო -ინდუსტრიული კომპლექსი.

რა თქმა უნდა, ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ასეთი სტატუსის მოპოვება  და შენარჩუნება  არც ერთ ქვეყნისთვის არ არის ადვილი, ხოლო სტატუსი ენიჭება იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი რთული პრობლემების  მოგვარება.

ზოგადად, გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, სომხურმა სახელმწიფომ და სომეხმა ერმა აჩვენეს ეს უნარი რეგიონალური მასშტაბით. თუმცა, წინ ახალი ეტაპია,სადაც ძველებური სტანდარტები საკმარისი არ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button