საერთაშორისო

ივანიშვილის საარჩევნო გეგმა? – მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები შესაძლოა საარჩევნოდ ჩამოაწერონ

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები საარჩევნოდ ჩამოაწერონ.

„ევროპული საქართველოს” ერთი-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ “ივანიშვილის გუნდის წარსულის საქციელიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ნებისმიერი ვითარების საარჩევნოდ გამოყენებას არ შეეცდება”.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ცინიკურად უყურებს შექმნილ ვითარებას.

“მთავარი პრობლემა იმაშია, რომ იმ ნაბიჯებს არ დგამენ, რაც სჭირდება ყველას, რომც იხეირონ მერე არჩევნებზე.

გადასახადების დაწევის გარეშე, დახმარების გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმის გარეშე, რასაც „ევროპული საქართველო” სთავაზობს მათ, საპენსიო ფონდში შავი დღისთვის შენახული ჩვენი ფულის დაბრუნების გარეშე რაც არ უნდა ქნან, ისინი ვერ მოატყუებენ ქართულ საზოგადოებას, რომ გადადგეს ნაბიჯები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად იმიტომ, რომ არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯები”, – განაცხადა ბოკერიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button