კულტურამთავარი

დაბადების დღეს გილოცავთ მაესტრო: შარლ აზნაური 96 წლის გახდებოდა

დღეს, დიდი მაესტრო, უნიკალური შარლ  აზნაური 96 წლის გახდებოდა.  თავისი ტევადი სიცოცხლის მანძილზე მან ბევრი რამის გაკეთება შესძლო. ის არის 1000-ზე მეტი სიმღერის ავტორი,  აღზარდა სახელოვანი შთამომავლობა, რომლებიც თავიანთი ორი სამშობლოს, სომხეთისა და საფრანგეთის ღირსეული შვილები არიან….  მაგრამ ყველაზე  მნიშვნელოვანია ის, რომ მან გვასწავლა  გულწრფელობა,  ჰუმანიზმი  და სიყვარული.  შემთხვევითი არ არის, რომ მრავალი კრიტიკოსი მის ხმას სიყვარულის ხმას უწოდებს. სიყვარულითაა განჟღენთილი ყოველი მისი ნაწარმოები, იქნება ის ლირიკული, ტრაგიკული თუ ირონიული.  მან შესძლო შეეღწია  მათ გულებშიც, ვინც მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი არ ყოფილა. ეს ხომ ოსტატობის დიდი გამოვლინებაა.

ის ახლაც მღერის ჩვენს  გულებში, მისი სომეხი წინაპრების, პარიზის კაფეტერიების მომღერლების, ბოჰემური წვეულებების, ოჯახური თბილი შეკრებების ხმით. მღერის ფრანგულად, სომხურად, რუსულად, ინგლისურად, იტალიურად….

აზნაური 96 წლისაა.  ჩვენ, როგორც ყოველთვის, გილოცავთ დაბადების დღეს, მაესტრო.  გმადლობთ  სიყვარულისთვის.

წყარო: NEWS.am

ნახეთ მეტი
Back to top button