ანალიტიკამთავარი

ახალი რუსეთ-თურქეთის ომი? ანკარაში ალაპარაკდნენ რუსეთში გადატრიალების შესახებ

თურქული მედია წერს რუსეთში გადატრიალების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს მოხდება. როგორც არგუმენტები, ცნობილი  თურქი ანალიტიკოსები საუბრობენ მოსკოვში უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე, კორონავირუსის გამო პუტინის რეიტინგის შემცირებაზე და კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარებასა და გამარჯვების აღლუმზე.

ამავდროულად, თურქული მედია იუწყება, რომ ლიბიაში თურქული ჯარი აქარწყლებს რუსეთის სამხედრო ძლიერების  მითს – ექსპერტებმა ლიბიაში უკვე დაითვალეს 9 განადგურებული რუსული კომპლექსი  „ჯავშნოსანი 1“ .

რატომ ალაპარაკდა  მოულოდნელად ანკარა  მოსკოვში მოსალოდნელ გადატრიალებაზე? ეს უკავშირდება თავად თურქეთში არსებულ ვითარებას, სადაც გადატრიალებები ჩვეულებრივი მოვლენაა? თუ მოსკოვში  გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ეს  ერთგვარი  “მადლობაა”  იმაზე, როცა  ერდოღანს პუტინი  დაეხმარა  2016 წლის ივლისში, როდესაც განხორციელდა სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში?

მაშინ  რუსეთი და თურქეთი დაძაბულ ურთიერთობაში იყვნენ  2015 წლის ნოემბერში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო. მაგრამ არც პუტინმა  და არც ერდოღანმა  უერთმანეთოდ ვერ გაძლეს შერიგების მიზეზი იპოვნეს.

ახლა შეიცვალა ვითარება? ის ფაქტი, რომ პუტინი  შეაწუხა  დაღესტანში კოროვირუსულმა სიტუაციამ, რის გამოც მან ალიევს დაურეკა, მოწმობს იმაზე,  რომ დაღესტანი რუსეთის წინააღმდეგ  სავარაუდო პლაცდარმად განიხილება. ვის შეუძლია გამოიყენოს ეს საყრდენი თურქეთზე  უკეთესად?

უფრო მეტიც, ანკარა  აცხადებს  ახალ გეოპოლიტიკას –  რეგიონალიზაციას და ახლა იწყება მსოფლიოს “რეგიონებად” დაყოფის აქტიური პროცესი.  ანატოლიის სააგენტოს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს  განცხადებით, პოსტ-პანდემიური პერიოდის განმავლობაში, “თურქეთი იქნება ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, როგორც გლობალიზაციის, ასევე რეგიონალიზაციის თვალსაზრისით”.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ კი დაასახელა თურქეთის მტრები:  ”ჩვენ არ დავტოვებთ ადგილს FETO- ს, ქურთისტანის მუშათა პარტიის, სომხეთის და საბერძნეთის ლობის და მტრული ცენტრებისათვის, ის ვიც სპარსეთის ყურეშია შემოსული  და ანადგურებს ჩვენს ეკონომიკას უცხოური ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით”.  მან ასევე თქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ მისცემს საქმიანობის წარმართვის  საშუალებას მათ   “ვინც ხმალს გადაურჩა“.

რას ამზადებს  თურქეთი რუსეთში? აშშ მხარს უჭერს ანკარას ლიბიაში მოქმედებაში, მხარს დაუჭერენ თუ არა ისინი თურქეთის პოლიტიკას რუსეთში? მესუთ ჰაკმა  თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, პირობა დადო „შური ეძია“ რუსეთზე სირიის პროვინცია იდლიბში 30-ზე მეტი თურქი ჯარისკაცის დაღუპვისათვის.  ”შურის ძიების ” ერთ-ერთი მეთოდად თურქული სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველმა დაასახელა    ”რუსეთის შიგნიდან დაშლა”.

ნახეთ მეტი
Back to top button