მთავარისაერთაშორისო

ადამიანთა შორის ურთიერთობების ოქროზე მეტად შემფასებელი: ქართული მედია მელიქ აზარიანცის სახლის ისტორიის შესახებ

ქართულმა მედიაპორტალმა kvira.ge  გამოაქვეყნა  სომეხი ბიზნესმენის მელიქ აზარიანცის სახლის ისტორია, რომელიც თბილისში აშენდა 1910 წელს, თბილისის მთავარ გამზირზე.  

თბილისში,  რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის წინ  არის შენობა, რომლის არქიტექტურაც და ფასადიც გამორჩეულია.  იგი ცნობილია როგორც აზარიანცების სახლი. ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ აქ ადრე დიდი ნაგავსაყრელი ყოფილა.

თბილისის მთავარ ქუჩას  მაშინ გოლოვინის გამზირი ეწოდებოდა და სწორედ ამ სახლტან ბოლავდებოდა.   XIX საუკუნის დასასრული და XX საუკუნის დასაწყისი იყო ის პერიოდი, როდესაც თბილისი  ჩამოყალიბდა კავკასიის მთავარ პოლიტიკურ და ფინანსურ ცენტრად.

ქალაქში ახალი შენობები შენდებოდა. ერთხელ  ცნობილი სომეხი ბიზნესმენი მელიქ აზარიანცი შეხვდა თბილისის იმდროინდელ მერს, მოგვიანებით სომხეთის რესპუბლიკის პირველ პრემიერ მინისტრს ალექსანდრე ხატისიანს და მას მიწის ნაკვეთი მოსთხოვა სახლის ასაშენებლად. ხატისიანმა არ თქვა უარი, მაგრამ მისმა შეთავაზებამ აღაშფოთა აზარიანცი.

 მერმა აზარანცს შესთავაზა ნაგავსაყრელზე მშენებლობის დაწყება.  დიდი ფიქრის შემდეგ აზარიანცი დათანხმდა. ასეულ ტონობით მიწა  დასჭირდა ნაგავსაყრელის დახურვას და ლიკვიდაციას. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, აზარიანცი წავიდა მახლობელი სავაჭრო პავილიონების შესაძენად.  პავილიონები იმ დროს ძალიან იაფი იყო, მაგრამ მათ მფლობელს დაჟინებით არ სურდა მათი გაყიდვა.

აზარაინცმა მათ ორმაგი თანხა შესთავაზა, მაგრამ პავილიონის პატრონმა მას მერიაში უჩივლა და მერიის თანამშრომელს უთხრა „გადაეცით აზარიანცს, რომ ჩემთვის მთავარი ოქრო არის ის ხალხი, ვინც ჩემთან ყოველ დილა-საღამოს მოდიან და მესალმებიან, აზარიანცმა  მათ ანგარიში უნდა გაუწიოსო“.

საბოლოოდ დაანგრიეს პავილიონები, მაგრამ მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და დასრულდა 1915 წელს.

შენობა დაპროექტებულია რუსი არქიტექტორის ნიკოლაი ობოლოვსკის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button