საერთაშორისო

აჭარაში კორონავირუსის მქონე ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებულია -დასასვენებელი სახლები ტურისტების მიღებისათვის ემზადებიან

აჭარაში  ყველა  კორონავირუსით დაავადებული  გამოჯანმრთელდა.  რეგიონი, რომელმაც  „მწვანე  სტატუსი“ დაიმსახურა ემზადება  ტურისტული სეზონისთვის. ამის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის  ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება “ნოვოსტი-საქართველო”.

30 აპრილიდან აჭარაში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფექცია  რეგიონში მხოლოდ 70 ადამიანს დაუდასტურდა.  ამ დროისთვის მხოლოდ ორი მათგანი მკურნალობს ბათუმის  კლინიკაში „მედალფა“. დღეს ცნობილი გახდა, რომ ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა და უახლოეს მომავალში განთავისუფლდება საავადმყოფოდან.

ამავე დროს, აჭარის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ჩატარდა 10 700-ზე მეტი ტესტი.

„მწვანე ზონის“  და „უსაფრთხო რეგიონის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც  ტურისტული სეზონი ახლოვდება. ჩვენ ყველამ ძალიან ფრთხილად უნდა მივყვეთ რჩევებს, რათა დავუბრუნდეთ ეკონომიკური აღდგენის ეტაპს და შევძლოთ ტურისტების მიღება“, –   თქვა რიჟვაძემ.

ამჟამად საქართველო ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული  ქვეყანაა ევროპაში კოროვირუსის  გავრცელების დაბალი დონის და ინფიცირებული პაციენტების ეფექტური კონტროლის თვალსაზრისით. საქართველოში ამჟამად მკურნალობას აგრძელებს კორონავირუსით დაავადებული 208 პაციენტი,  თორმეტი ადამიანი გარდაიცვალა,  508 გამოჯანმრთელდა.

ნახეთ მეტი
Back to top button