ანალიტიკამთავარი

„დამოუკიდებლობა, რომელმაც ჯალათები შვა“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „საჩუქარი“ ბაქოს

ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის  დღისათვის  აზერბაიჯანმა მიიღო ევროპისაგან „სამარცხვინო“ საჩუქარი.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოიტანა გადაწყვეტილება სომეხი შეიარაღებული ძალების ოფიცრის გურგენ მარგარიანის სამართალმონაცვლის  ჰაიკ მაკუჩიანის სასარგებლოდ, რომელსაც ბუდაპეშტში, ნატოს  სამხედრო ვარჯიშებში მონაწილეობისას, აზერბაიჯანელმა ოფიცერმა ნაჯახით თავი მოსჭრა მძინარეს.

ამ განაჩენის თანახმად, აზერბაიჯანმა კაცისმკვლელის  განთავისუფლებით  ვერ შესძლო სისრულეში მოეყვანა განაჩენი ადამიანის მკვლელობისათვის სიძულვილის საფუძველზე.  განაჩენის მიხედვით, აზერბაიჯანი აღიარებული იქნა, როგორც  მკვლელი წამქეზებელი.

ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება არის ფაქტობრივი, რომ აზერბაიჯანმა ხელი შეუწყო და აგრძელებს გენოციდის წახალისებას ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე. ძნელი წარმოსადგენია,  დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სახელმწიფოსათვის, უფრო სამარცხვინო რამ, რასაც ეს განაჩენი წარმოადგენს.

თავის მხრივ, ეს არის აზერბაიჯანის, როგორც მკვლელი სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე აღიარება. 2004 წლის ნატოს ვარჯიშების  ტრაგედია ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ეპიზოდია.

ამ გაგებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების კიდევ ერთი “ადრესატი” არის სტრუქტურა, რომლის წევრიცაა აზერბაიჯანიც – ევროსაბჭო. რამდენად  ჯდება ევროპული ღირებულებების ბასტიონის,  ევროპის საბჭოს რიგებში  სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია  “ეთნიკური მოძულისა და მკვლელის” სტატუსი?

ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოს ამ  გადაწყვეტილებას გააჩნია მეორე მხარეც,  ეს არის  უნგრეთი.  რამილ საფაროვს უნგრეთის სასამართლომ მიუსაჯა მკაცრი სასჯელი –   სამუდამო პატიმრობა. მაგრამ რვა წლის შემდეგ უნგრეთმა გადაწყვიტა სააფაროვის ექსტრადიცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 26 მაისს გამოტანილი განაჩენის თანახმად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ შეიძლება იცოდა საფაროვის შემდგომი გგამართლების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნგრეთი გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისაგან.

არსებობს მარტივი შეკითხვა: ნუთუ უნგრეთის მთავრობაში არავის არ წაუკითხავს გაზეთი და არ გაუგია,  თუ როგორ გახდა საფაროვი გმირად თავის სამშობლოში, მკვლელობისგან თითქმის მაშინვე, სახელმწიფო დონეზე? ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აშკარად  „დაზოგა“  ევროკავშირის წევრი უნგრეთი.

ამავდროულად, განაჩენი  კიდევ ერთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ საკითხს  მუშაობდა თუ არა სომხეთის მთავრობა უნგრეთთან იმ დროისთვის, რომ ბუდაპეშტისათვის მან არგუმენტები წარადგინა თუ არა  საფაროვის ექსტრადიციის შემდეგ მოსალოდნელი განვითარებების შესახებ.

აქ სიტუაცია საკამათოა. უნდა აღინიშნოს, რომ ექსტრადიციის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი იყო სომეხი საზოგადოებისათვის. ის ის კითხვა, ინფორმაცია ასევე მოულოდნელი იყო მაშინდელი სომხეთის მთავრობისათვის?  ბაქომ და ბუდაპეშტმა შესძლეს ინფორმაციის გასაიდუმლოება? არ წაუკითხავთ იმ დროს რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, რომ საფაროვის განთავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანელმა  რუსეთელმა მილიარდერმა  ილჰამ რაჰიმოვმა, რომელიც რფ პრეზიდენტის პუტინის თანაკურსელია?

საფაროვის ექსტრადიცია მოხდა  განსაკუთრებულ პოლიტიკურ ეტაპზე, როცა დამარცხდა „ყაზანის გეგმის“ დიპლომატიური ეტაპი და  რუსეთი და აზერბაიჯანი ნელ-ნელა გადადიოდნენ მისი სამხედრო გზით გადაჭრისხერხზე.  უნგრეთს კი არ მოუხდენია საფაროვის ექსტრადიცია ბაქოში, არამედ უბრალოდ მიჰყიდა ის ბაქოს.  ალბათ  უკვე გესმით, რომ პოლიტიკური ხასიათის გარიგება არ მოხდებოდა, თუ ბუდაპეშტსა და ბაქოს  მხარს არ დაუჭერდა  მინსკის ჯგუფის რომელიმე თანათავმჯდომარე.  მოვლენების შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა, რომ ეს მხარდაჭერა იყო რუსეთ-აზერბაიჯანის გარიგების ერთ-ერთი კომპონენტი ყაზანის გეგმის სამხედრო განხორციელების შესახებ. გეგმა, რომელიც აფეთქდა 2016 წლის აპრილში და ვერ განხორციელდა სომხური არმიის სუვერენული წინააღმდეგობის შედეგად.

წყარო: lragir.am ავტორი: ჰაკობ ბადალიანი

ნახეთ მეტი
Back to top button