პოლიტიკა

საფრანგეთის ქალაქ ალფორვილში ვიცემერად აირჩიეს სარო მარდირიანი

არმენპრესი: 24 მაისს, სარო მარდირიანი აირჩიეს სომხეთით დასახლებული საფრანგეთის ქალაქ ალფორვილის ვიცემერად. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “მასისპოსტი”.

”41 წლის წინ, ამ ქალაქმა უმასპინძლა ჩემს ოჯახს და მომცა საშუალება გავმხდარიყავი ის რაც დღეს ვარ. ახლა უკვე ჩემი ჯერია დაუბრუნოთ ის, რაც მომცა ალფორვილმა, რომ ქალაქს ვემსახურო ერთგულებით, თავგანწირვით და თავმდაბლობით”, – აღნიშნა მარდირიანმა არჩევასთან დაკადვშირებით.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მშობლებს, რომლებმაც დატოვეს თურქეთი, რათა მისთვის  შეეთავაზებინათ ღირსეული მომავალი ისეთ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემდა მის სომხურ თვითმყოფადობას.
”და ბოლოს, მინდა სიამაყე გამოვხატო ჩემს მიერ საფრანგეთის სამფერა შარფის ტარების გამო. როგორც ბევრმა სომეხმა, ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ფასეულობები, ისტორია და კულტურა, რომელიც შეესაბამება ჩვენს სომხურ თვითმყოფადობას. როგორც ჩვენს ძვირფას შარლ აზნაურს უყვარდა თქმა, 100% ფრანგი, 100% სომეხი”,- აღნიშნა ახლად არჩეულმა ვიცემერმა.
არცახის ბერძორსა და საფრანგეთის ალფორვილს შორის 2018 წელს ხელახლა გაფორმდა მეგობრობის დეკლარაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button