კულტურამთავარი

SOAD როდის ექნება გამოსვლა სომხეთში? თანკიანს ვებინარი ჰქონდა ,,თუმოს“ ბავშვებთან

სერჟ თანკიანმა ისაუბრა მოახლოებულ კონცერტზე, SOAD ჯგუფის, პანდემიის გამო გამოწვეულ პრობლემებზე და მის სიმღერაზე, რომელიც მან დაწერა სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებზე.

ერევანი- Sputnik. მსოფლიოში ცნობილი როკ-მუსიკოსის – სერჟ თანკიანის თქმით, სომხეთში დაგეგმილი კონცერტი არ გადაიდება. ასეთი განცხადება მან გააკეთა Tumo-ს სტუდენტებთან ვებინარის დროს.
”ჩვენი კონცერტი სომხეთში გაიმართება მომავალ წელს,  ზაფხულის ერთ შესანიშნავ დღეს. თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ინფექციის გავრცელების შედეგად, ყველაფერი ჯერჯერობით გაურკვეველია”,- აღნიშნა თანკიანმა.

რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ჯგუფი არ წერს ახალ სიმღერებს და კონცერტებს იშვიათად  ატარებს, თანკიანმა ღიმილით უპასუხა, რომ ჯგუფის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ მეგობრობენ, ყველა შეიცვალა. მისივე თქმით, ის, რაც ჯგუფს ქმნიდა, იყო უნიკალური, ახლა კი ისინი ახალს ვერაფერს გააკეთებენ, სანამ ყველა “იმავე მიმართულებით” არ გაიხედავს და იგივე ხედვა არ ექნება.

შეეხო რა, მის მიერ შექმნილ სიმღერას “ჰაიასტან”, რომელიც დაიწერა სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებზე, თანკიანმა აღნიშნა, რომ მას ასეთი სიმღერის დაწერის სურვილი გაუჩნდა ჯერ კიდევ 2018 წლის რევოლუციის დღეებში.
”რევოლუციის დროს, როდესაც სომხეთში ვიყავი, ნიკოლ ფაშინიანს ვესაუბრე სომხური სიმღერების შესახებ და ვთქვი, რომ მათი უმეტესობა ძალზე ნაღვლიანია. მაგალითად, დუდუკის მუსიკა ძალზე ნაღვლიანია. ჩვენ დავფიქრდით, რომ შესანიშნავი იდეა იყო  ახალი სიმღერის შექმნა რევოლუციის შესახებ  პოზიტიური და გამარჯვების სიტყვებით”,- აღნიშნა თანკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სიმღერადან “ჰაიასტან”  მიღებული მთელი შემოსავალი მიმართული იქნება ფონდის “ჩემი ნაბიჯის” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლებისა და კულტურის, სოციალური კეთილდღეობის, ბუნების დაცვის სფეროებში განხორციელებულ პროგრამებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button