საზოგადოება

ქართველი “კანონიერი ქურდების” გავლენები და პრივილეგიები უცხოეთის ციხეებში – მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები

,,Newposts.ge” წერს, რომ ნეგრიტის ციხეში მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ საბერძნეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დაკავებული თანამდებობიდან პენიტენციალური სისტემის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს ციხის უფროსი და სხვა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ქართული მაფიის წევრები არიან, რომლებიც ციხეში სტანდარტული პატიმრებისგან განსხვავებით, უჩვეულო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ.

ბერძენმა სამართალდამცავებმა იზოლატორებიდან ამოიღეს მაცივრები, კონდინციონერები, მწვადის შესაწვავი დანადგარები, ღვინის ქარხნული ჩამოსხმის ეტიკეტიანი ბოთლები, ფიტნეს ტრენაჟორები და აგრეთვე ტელევიზორები. პოლიციელთა განცხადებით, ჩხრეკის შედეგად აგრეთვე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები სხვადასხვა საკნებიდან.

ბერძნული პენიტენციური სისტემის სპიკერის განცხადებით, აღნიშნულ ფუფუნებაში 30-მდე ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პიროვნება იმყოფებოდა საპატიმროში, რომელთაგან 19 ქართული მაფიის წევრია.

ნახეთ მეტი
Back to top button