ანალიტიკამთავარი

ერევანმა და თბილისმა ერთმანეთს გაუგეს – სომხური არმია მათ ენაზე ალაპარაკდა

საქართველოს  საჯარო და პოლიტიკურ სფეროებში  კვლავ  გრძელდება დისკუსიები სომხეთისადმი  ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების გაწევის ირგვლივ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა თბილისის მზადყოფნის შესახებ, შედგა  აგრეთვე სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარი.  ამასთან  დაკავშირებით საინტერესო სტატიას აქვეყნებს Lragir.am-ი, რომლის თარგმანსაც დღეს შემოგთავაზებთ.

„საქართველოს პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. დღეს ბევრი საუბრობს  კორონავირუსული ომის შესახებ. თუ ეს ომია, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო ომია  და  მსოფლიო ომს  კი  მოჰყვება  ახალი სამყაროს შექმნა, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება.

არსებობს არა  მხოლოდ ეპიდემიური ვითარება, არამედ არსებობს მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის უფრო ფართო, უფრო რთული პროცესი, მესამე მსოფლიო ომის ლოგიკის თანახმად,  რომელიც ხასიათდება  21-ე  ტექნოლოგიური საუკუნის ჰიბრიდული საშუალებებით.

ამ კონტექსტში, მეზობელი საქართველოს რეაქცია სხვა არაფერია, თუ არა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის განაცხადი გლობალური ჰიბრიდული ომის კონტექსტში. განაცხადი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატება ჰუმანიტარული ფორმატით, თუნდაც მაშინაც კი, როცა  ამ ეტაპზე სომხეთი და საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სხვადასხვა ვექტორულ განზომილებაში იმყოფებიან.

ახალი ვითარება მნიშვნელოვნად აფართოებს განსხვავებული პრობლემების მოგვარებისა და ურთიერთშედარების შესაძლებლობას. ხოლო ამის აუცილებლობაზე მიუთითებს  არა მხოლოდ ჰიბრიდული სამყაროს გარემო, არამედ ღია საფრთხეები და გამოწვევები, როგორც სომხეთის, ისევე   საქართველოს მიმართაც, რომელიც ამ შემთხვევაში მოედინებიან  თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

საქართველოს სპეცსამსახურმა დაარეგისტრირა ის გამოწვევები, რომლებსაც  ბაქო ცდილობს მიაკუთვნოს სომხეთს. ამავე დროს, საქართველოს ჰუმანიტარული პასუხი  მიგვანიშნებს, რომ  დელიკატური და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ეტაპი და რეგიონალური გამოვლინებები ოფიციალურ თბილისს საკმაოდ ადეკვატურად აქვს გააზრებული.

 ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პასუხი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, რაც გამოიხატა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარის დიპლომატიური ენით, არამედ იმითაც, რომ  სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე  სომხეთის შეიარაღებული ძალების ახალ  ბაზის დისლოკაციაზე,  რომელსაც მისი პოზიციური უპირატესობის გათვალისწინებით ეწოდა „დამსჯელი“.

სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი არა მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანული საზღვარია, არამედ,  ფართო  გაგებით, სომხეთ-საქართველოს საზღვარიც. თითქმის ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი არ მალავს ამ საზღვრებისადმი მის  აგრესიულ მისწრაფებას,  რაზეც მოწმობენ  უამრავი ქართულ-აზერბაიჯანული დაძაბულობები, ასევე აზერბაიჯანული ჯარების დიდი დისლოკაცია საქართველოს საზღვართან, რაც სატელიტარული  დაკვირვებითაც ჩანს და  უჩვენებს, თუ როგორ დაიკავეს აზერბაიჯანელებმა პოზიციები საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან. თბილისი, რა თქმა უნდა, ცდილობს არ გაამწვავოს  კონფლიქტი თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ, მეორე მხრივ, შეგნებული აქვს,  რომ თავდაცვის საკითხი მხოლოდ ერევანთან სტრატეგიული თანამშრომლობის გზით შეიძლება მოგვარდეს.

საქართველოს ჰუმანიტარული ენის საპასუხოდ, სომხეთი იყენებს სამხედრო პოლიტიკურ ენას, კერძოდ არმიას, რითაც  პრაქტიკულად აყალიბებს რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ახალ  საყრდენს. სომხური სადამსჯელო ბაზა ასევე წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას საქართველოსთვის, რომლისთვისაც ეს სასაზღვრო ზონა ასევე ძალიან მგრძნობიარე გახლავთ.

ამ თვალსაზრისით საქართველომ და სომხეთმა აშკარად გაუგეს ერთმანეთს“, -წერს Lragir. am-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button