ანალიტიკამთავარი

სომხეთი ელოდება დაპირებულ ინვესტიციებს რუსეთიდან: დიდი რევიზია

სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა  ეკონომიკის დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაგრამ ეს პროცესი შეუთავსებელია  რუსეთის ეკონომიკური ჩართულობის  საკითხის განხილვის გარეშე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო მცდელობები, გადაეხედათ  სომხური ოლიგარქიული ეკონომიკისათვის,  რომელსაც თავისი ფესვები მოსკოვამდე აქვს გადგმული.   რუსეთი ფლობს თითქმის ყველა სომხურ ინფრასტრუქტურასა და ქონებას  და შემთხვევითი არც არის, რომ ტერიტორიული მართვისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი  სურენ პაპიკიანი  ალაპარაკდა აუდიტზე.

პაპკიანის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ,  სომხეთის მთავრობა რუსეთისაგან მოელის,  ინვესტიციებისა  და სხვა ვალდებულებების  შესრულებას, რომლის  შეუსრულებლობაც  შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების შემდგომი გადასინჯვის საფუძველი.

უპასუხა რა  სამხრეთ კავკასიის რკინიგზის შესახებ დასმულ კითხვას, პაპიკიანმა თქვა, რომ  “კითხვა ის არის თუ  რა სახის ინვესტიცია უნდა გაკეთდეს და რა ვადებში განხორციელდება ის“.  „კონცესიური ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია  სომხეთმა  მიიღოს ისეთი ოდენობის  ინვესტიცია, რომელიც საკმარისი ვერ იქნება  თანამედროვე რკინიგზის შესაქმნელად. ჩვენ პარტნიორებთან ამაზე ვსაუბრობთ, წამოვაყენეთ საკითხი  ახალი ფინანსების მოზიდვის შესახებ“.   თქვა პაპიკიანმა.

ამავდროულად, სომხეთმა უარი თქვა რუსეთის სესხის დარჩენილ  ნაწილზე, რაც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის  ექსპლოატაციის  გასაგრძელებლად უნდა გაცემულიყო.

„აშკარაა ვადის სერიოზული დარღვევა მოხდა.  გასულ წელს აქტიურად განვიხილეთ სესხის დაფარვის ვადების გახანგრძლივებისა და ახალი საგრანტო პერიოდის უზრუნველყოფის საკითხი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამრიგად, სომხურმა მხარემ უარი თქვა ამ სესხზე და ის ამ პროცესში ჩართავს  საკუთარ რესურსებს“, – თქვა მინისტრმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი VEON („ბილაინის“ სავაჭრო მარკა) აწარმოებს მოლაპარაკებებს სომხეთში მისი ქვეგანყოფილების  Team LLC -სათვის მიყიდვის შესახებ. ეს კომპანია დაარსეს UCom- ის თანადამფუძნებლებმა   ჰაიკ და ალექსანდრ ესაიანებმა.

თუ სომხური კომპანია იყიდის „ბილაინს“, მაშინ სომხეთის საკომუნიკაციო სივრცეში ორი სომხური კომპანია იქნება და მხოლოდ ერთი რუსული – MTS-ი. ეს ამ სფეროში მნიშვნელოვნად შეცვლის ბალანსს, სადაც ახლა ბილაინს აქვს უპირატესი პოზიციები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციების ჩათვლითაც. ცნობილი არ არის სარგებლობს თუ არა ეს გარიგება სომხეთის მთავრობის მხარდაჭერით, მაგრამ სახელმწიფოს ასეთი დაინტერესება  ბუნებრივი იქნებოდა.

ფაქტიურად, სომხეთის მთავრობა ცდილობს იპოვოს საბაბი ყველა მთავარ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დასაბრუნელბლად.   თანდათანობით საქმე მიდის გაზამდეც, სადაც რუსეთს  შეუვალი  პოზიციები უჭირავს  2013 წლის დეკემბერში დადებული ხელშეკრულების წყალობით. დეოლიგარქიზაცია ასევე უნდა შეიცავდეს იმ პირთა პასუხისმგებლობასაც, რომლებმაც  სახელმწიფოს სახელით გააფორმეს კაბალური  ხელშეკრულებები და ასეთი ნაბიჯებიც, სავარაუდოდ,  დასახულია.

საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისიების გამოთვლებმა უჩვენა, რომ  სომხეთში გაზის ფასების გარკვეული მატებაა საჭირო, ხოლო მოსახლეობისთვის გაყიდული გაზის ფასი, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების ჩათვლით, უცვლელი უნდა დარჩეს, – თქვა კომისიის  თავმჯდომარემ, გარეგინ  ბაგრამიანმა. მან აღნიშნა, რომ ისინი „გაზპრომ -სომხეთთან“   განიხილავენ მომავალი 10 წლის განმავლობაში უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის შესაძლებლობებს.  ეს ითვალისწინებს დიდ საინვესტიციო პაკეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში – დაახლოებით 500 მილიონ  აშშ დოლარს.

თუმცა ახლა  „გაზპრომი -სომხეთი“ ალბათ  ვერ შესძლებს ამ ინვენსტიციების განხორციელებას და რაღაცა მომენტში ესეც შეიძლება გახდეს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის საბაბიც.

ნახეთ მეტი
Back to top button