კულტურამთავარი

ერთს არარატი ატყვევებს, მეორეს გათა და ლავაში. შირვინდტი აღაფრთოვანა სომხურმა სამზარეულომ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ცნობილ ტელეწამყვან მიხაილ შირვინდტის ცნობილ იუთუბის არხზე გამოქვეყნდა პროექტის “იჭმევა – არ იჭმევა” ახალი გადაცემა, რომელიც მიეძღვნა ერევანს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შირვინდტი ერევანში ჩამოდის და რუსეთში ბრუნდება შესანიშნავი ვიდეო მასალით. და რა თქმა უნდა, გადაცემა გადაღებულ იქნა პანდემიისა და კარანტინის წინ.

ახალ გადაცემაში, შირვინდტის დღე იწყება ცნობილი ერევნის რესტორნიდან “ლავაში”.
”მითხრეს, რომ ეს რესტორანი ერევანში ყველაზე გემრიელ საუზმეს ამზადებს. მაგალითად, ისინი აქებდნენ აქ დამზადებულ ბასტურმიან ერბოკვერცხს. მაგრამ აქ სასაუზმოდ ცოტა ადამიანი მოდის. როგორც ჩემი მეგობარი ჰაიკი ამბობს, ერევნელის საუზმე არის ფინჯანი ყავა სიგარეტით. დიახ, აქ თითქმის არავინ საუზმობს. ჩვენ ალბათ, ერთადერთები ვართ”, – ამბობს შირვინდტი.
მაგრამ რესტორანში მისვლისას ტელეწამყვანმა ერბოკვერცხი კი არ შეუკვეთა, არამედ ნამცხვარი “მილფეის” უზარმაზარი ნაჭერი, გათა, “დახურული პიცა”, ტენილი პომიდორი, ბადრიჯანი ტარხუნის სოუსით და ყველის ძაფები.

”თუ გსურთ ნამდვილი სომხური ყველი გასინჯოთ, იყიდეთ ,,როკფორი“, ჩამარხეთ მიწაში და ერთ თვეში მიიღებთ სომხურ ყველს”, – ხუმრობს ტელეწამყვანი ეთერში.
და როდესაც მას სთავაზობენ გათას, რომელიც რეგისტრირებულია გინესის რეკორდების წიგნში და ბროწეულის ღვინოს, ის ეკითხება: “როგორ ამბობენ სომხურად,”შოკში ვარ “და რამდენჯერმე იმეორებს სიტყვას ისე, რომ არ დაავიწყდეს”. შირვინდტი ასევე ეწვია ღვინის ქარხანას “ვოსკენის”, სადაც მან სხვადასხვა ღვინო დააჭაშნიკა. შემდეგ, საკუთარი ხელით თევზის კალმახის ტარტარი დაამზადა, რომლის დროსაც გამოიყენა ვარდისფერი ღვინო “ვოსკენი”.
“თქვენი აზრით, ეს ღვინო ჩვენი პროგრამის სპონსორია?” არაფერი ამის მსგავსი. უბრალოდ მშვენიერი ღვინოა, ისინი მშვენიერი ხალხი არიან”, – თქვა ტელეწამყვანმა.

და პროგრამის დასასრულს, შირვინდტმა აღიარა, რომ ერევანში არარატის მთის გულისთვის კი არ ჩამოვიდა, როგორც ყველა დანარჩენი, არამედ გათასა და ლავაშის გულისთვის.
მიხაილ შირვინდტი არის საბჭოთა და რუსი ტელეწამყვანი, ადრე იგი იყო თეატრის მსახიობი. მას სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები: “ძაღლების შოუ” “მე და ჩემი ძაღლი” და “მინდა ვიცოდე”. ახლა ტელეწამყვანი YouTube-ის თავისი არხისთვის გადაცემებს იღებს მოგზაურობებიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button