კულტურამთავარი

იწყება “ნაბიჯი სახლისკენ” ონლაინ პროგრამა

კორონავირუსის ეპიდემიამ ხელი არ შეუშალა დიასპორის სამინისტროს  მუშაობას დიასპორის ახალგაზრდებთან და თინეიჯერებთან. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისმა გაავრცელა განცხადება.

”შეზღუდვის პირობებში, დიასპორელი სომეხ ბავშვებს წელს არ შეუძლიათ სომხეთში ჩასვლა, მაგრამ ამ პირობებშიც კი, გენერალური კომისრის ოფისი ეძებს ახალ გზებს, რომ ისინი არ დაშორდნენ სამშობლოს.  ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა “ნაბიჯი სახლისკენ” გაიმართება საინტერესო ონლაინ ფორმატით.

პროგრამა გაგრძელდება  3-დან 28 აგვისტომდე და გაიმართება ორ  ეტაპად, მათ შორის სომხური ენისა და ისტორიის კურსები, ვირტუალური  ვიზიტები (სომხეთსა და დიასპორაში), ინტერაქტიული დისკუსიები, დებატების კლუბი, ონლაინ საგანმანათლებლო თამაშები, შეხვედრები კულტურულ და ხელოვნების მოღვაწეებთან, წინა წლის მონაწილეებთან,  სემინარები და საზოგადოებრივი პროექტები.

საინტერესო და აქტიური პროგრამის წყალობით, დიასპორელ სომეხ  ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სომხეთის ისტორიასა და კულტურას, შეისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა და გაეცნონ თავიანთ სამშობლოს სომეხ ახალგაზრდებთან კონტაქტის საშუალებით.

ონლაინ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიასპორის სომეხ  თინეიჯერებსა  და 12-18 წლის ახალგაზრდებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი.  განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://forms.gle/nKMJGuxMucp28nMHA.

პროგრამის შესახებ ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, გაავრცელოთ და ჩამოტვირთოთ შემდეგი მისამართიდან: https://cutt.ly/ri21rAZ, ნათქვამია შეტყობინებაში.

*****

დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისი არის მთავარი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სომხეთ-დიასპორის ურთიერთობების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ჩვენი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ  iDiasporHighCommissionerOfficeArmenia ან უბრალოდ დაგვიკავშირდით [email protected].

ნახეთ მეტი
Back to top button