მთავარისაერთაშორისო

ახალი წესები ზღვისპირას დამსვენებლებისა და იქ მომუშავე მეწარმეთათვის

ცვლილებები ეხება კურორტების მართვის სფეროს, ისევე როგორც ქოლგების, შეზლონგების,  სკუტერების, წყლის ველოსიპედების  გამქირავებლებს.  

როგორც aliq.ge წერს, ზოგადად, ყველა დამსვენებლისთვის არსებობს გარკვეული მოთხოვნები, ეს არის, სოცილაური დისტანციის დაცვა, ხელის ხშირად დაბანა, ცხვირის დაცემინებისას ცხვირის ხელით დაფარვა.   მეწარმეებმა უნდა დაიცვან შემდეგი წესები:

• COVID-19– ის პრევენციის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას.

• სასურველია, ზღვის სანაპიროზე გასავლელი ფეხით მოსიარულეთა სპეციალური ხეივნის დახაზვა და პლაჟების ზონებად დაყოფა.

• ნაპირის სიგრძე ხშირადდალაგდეს, გატანილი იქნას ნაგავი სპეციალური  ერთჯერადი პაკეტების გამოყენებით და დახურულ კონტეინერებით. ნაგვის შემგროვებლებმა უნდა ატაროს დამცავი ნიღბები ან ფარები და ხელთათმანები.

სანაპიროზე მყოფმა ვიზიტორებმა უნდა დაიცვან უსაფრთხო მანძილი, გარდა 12 წლამდე ასაკისა.

•  სავალდებულოა სკუტერების, კატარღების, ველოსიპედების, შეზლონგების და ქოლგების გამოყენების შემდეგ დეზინფექცია.

საპირფარეშოებსა და აბანოებში დეზინფექცია უნდა გაკეთდეს 2 საათში ერთხელ

დეზინფექცია უნდა ჩატარდეს საქართველოს დაავადებათა პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული მასალების მიხედვით.

• სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურ დახურულ კაბინეტებში.

• დეზინფექციის ჩამტარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღაბი,  სქელი ხელთათმანები და ხალათები, ასევე სათვალე და ფარი.

ნახეთ მეტი
Back to top button