მთავარისაერთაშორისო

UNICEF-ი მოუწოდებს საქართველოს, დროულად განაახლონ სასწავლო პროცესი

„რაც უფრო დიდხანს რჩება მოსწავლე სკოლის გარეშე, მით უფრო მეტად ექვემდებარებიან სხვადასხვა რისკებს. ეს განსაკუთრებით ეხება დაუცველ ბავშვებს. თუ სიტუაცია გაუმჯობესდება და შეზღუდვები მოიხსნება, ბავშვები დროულად უნდა დაუბრუნდნენ ნორმალურ საგანმანათლებლო პროცესს“, -წერს aliq.ge  

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სკოლები არ წარმოადგენს  „ინფექციის მთავარ წყაროს“, უფრო მეტიც, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამ გავლენა მოახდინა ინფექციის გავრცელების შენელებაზე. ამასთან, უკვე ნათელია, რომ ამ შეზღუდვებმა უარყოფითად იმოქმედა ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე, კვების რეჟიმსა და მოსწრებაზე.

ფონდში თვლიან, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვების ინტერესებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის გათვალისწინებით, რისკების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა რჩევები საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო გახსნის შესახებ, რამდენიმე პუნქტით:

ადეკვატური სანიტარული და ჰიგიენური კონტროლი;

დისტანციის დაცვა,  დიდი შეკრებების გამორიცხვა;

სწავლის  დაწყებისა და დასრულების გრაფიკის გადახედვა;

სკოლებში ლანჩის დროის შეცვლა;

გაკვეთილის  ჩატარება ღია ბუნებაში;

სწავლის პროცესის რამდენიმე ცვლით განხორციელება.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საგაზაფხულო არდადეგები ორჯერ გააგრძელა კოროვირუსის გამო, შემდეგ კი მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ განათლებაზე..

ჯერ კიდევ გაურკვეველია სასწავლო წელი ამ შემოდგომაზე დროულად დაიწყება, თუ არა. გამორიცხული არ არის შერეული სწავლება. ზოგიერთი გაკვეთილი ჩატარდება დისტანციურად, ზოგიერთი კი  – სკოლის პირობებში.

ნახეთ მეტი
Back to top button