მთავარისაზოგადოება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია ავტომატ „კალაშნიკოვის“ ქარხანას (ვიდეო)

დღეს, სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფებოდა სომხეთში ავტომატ „კალაშნიკოვის“ ქარხანაში.  მან დაათვალიერა ქარხანა, გაეცნო წარმოების პროცესს, სამუშაო პირობებს და წარმოების მოცულობებს. ავტომატის აწყობის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ისინი სპეციალურ ხის ყუთებში იფუთება, თითოეულ კალაშნიკოვს“  ეძლევა შესაბამისი დოკუმენტი თავისი კოდით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ქარხანას ეწვივნენ თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი  ჰაკობ არშაკიანი.

შეგახსენებთ, რომ AK-103 კალაშნიკოვის სახელობის იარაღის ქარხანა დაარსდა Neutron GAM CJSC– სა და რუსეთის კალაშნიკოვის კონცერნს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.

S.T. რუსეთის ფედერაციულმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის  სპიკერმა  მარია ვორობიოვამ ივნისში განაცხადა, რომ სომხეთში ყოველწლიურად 50 000 – მდე კალაშნიკოვის იარაღი შეიძლება დამზადდეს.

იარაღი მალევე გადაეცემა სომხეთის შეიარაღებულ ძალებს. მომავალში გათვალისწინებულია  ნაწარმის ექსპორტირება.

დეტალები ვიდეოში.

https://www.facebook.com/watch/live/?v=990047534757587&ref=watch_permalink
ნახეთ მეტი
Back to top button