მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 535-ით გაიზარდა და გახდა 29.820

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 535 – ით გაიზარდა და გახდა 29820. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის მონაცემებით, ამჟამად მკურნალობს 11708 (- 3) ადამიანი, ჩატარებულია 127171 (+2083) ტესტირება, ინფიცირებულთაგან 17427 (+520) გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 521 (+18) შემთხვევა. სხვა მიზეზების გამო, დაღუპულთა საერთო რიცხვი უცვლელი დარჩა – 164.
7 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იყო 29,285.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან იქნა მიღებული. 14 მაისს გამართულ სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა კოროვირუსის პროფილაქტიკის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება. ის გაგრძელდა 13 ივნისამდე, 17:00 ჩათვლით.
6 ივნისს, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ისინი იძულებული არიან საგანგებო მდგომარეობა განმეორებით გაახანგრძლივონ.
გახანგრძლივებულმა საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები.
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოყენებულ რეგულაციებში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შევიდა 4 ივნისიდან. დღეიდან სავალდებულოა ნიღბის ტარება ყველა საჯარო ღია სივრცეში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებსა და მოვარჯიშეებს შეუძლიათ არ ატარონ ნიღბები საზოგადოებაში.
6 ივლისს, ფაშინინმა კომენდანტის სხდომის შემდეგ გამოაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა  13 ივლისიდან გაგრძელდება კიდევ ერთი თვით.

ნახეთ მეტი
Back to top button