ეკონომიკამთავარი

აპრილის ომგამოვლილი ბიჭები ავტომატებს საკუთარი ხელით აწყობენ სომხეთში

,,არმენპრესი” წერს, რომ აპრილის ომგამოვლილი, ავღანეთსა და კოსოვოში სამშვიდობო მისიების განმახორციელებელი და წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეები  საკუთარი ხელით კალაშნიკოვის ავტომატებს აწყობენ სომხეთში.  “არმენპრეს” -ის გადმოცემით, ახლადგახსნილი კომპანია “ნეიტრონ გამ”-ი ამჟამად ავტომატებს აწყობს რუსეთის ფედერაციიდან ჩამოტანილი ნაწილებით.


კევორკ პერკუპერკიანის ფოტოები

”ახლა ჩვენ გვაქვს  წელიწადში 50000 ავტომატის აწყობის უფლება. წარმოების პირველ ეტაპზე იარაღის აწყობა მოხდება საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ნაწილებით. ავტომატების ამწყობ სპეციალისტებს გამოვლილი აქვთ აპრილის ომი, სამშვიდობო მისიით იმყოფებოდნენ ავღანეთსა და კოსოვოში. ისინი იარაღს კარგად იცნობენ არა თუ სასკოლო სასწავლო პროგრამით, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ თავდაცვის სისტემაში”,- აღნიშნა იგორ გარდიენკომ, კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

კომპანია აწყობს ,,კალაშნიკოვის“ ახალ მოდელს, AK-103- ს, რომლის პირველი სერია მიეწოდება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო შემდეგი პარტიები  შესაძლებელი იქნება საექსპორტოდ გაიგზავნოს.
”ავტომატის პირველი დიდი პარტიები შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება. მომავალში, როდესაც დაკმაყოფილდება სრ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნები. რუსეთის ფედერაციის ნებართვით, ჩვენ ასევე განვიხილავთ იარაღის ექსპორტის საკითხს”,- აღნიშნა გარდიენკომ.

ავტომატების პირველი პარტია დაგეგმილია თავდაცვის სამინისტროს წარედგინოს ივლისის ბოლოს, ხოლო 2021 წლის შუა რიცხვებში წარმოების მესამე ეტაპს მიაღწიონ, როდესაც მოხდება ,,კალაშნიკოვი“-ს არა მხოლოდ აწყობა, არამედ დეტალურად იქნება წარმოებული სომხეთში.
2021 წელს დაგეგმილია სომხეთში ტყვიების წარმოების დაწყება. კომპანია “ნეიტრონ გამ”– ის მთავარი ინჟინრის, არმენ ბახშიანის თქმით, აბოვიანში მშენებარე ქარხანაში დამონტაჟდება რუსეთიდან და იტალიიდან იმპორტირებული ახალი საწარმოო ხაზები და მოხდება ახალი ტიპის ტყვიების დამზადება.

”ყოველწლიურად დამზადდება 150 მილიონი ტყვია. საპროექტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ხოლო ქარხანა ექსპლუატაციაში შევა მომავალი წლის შუა რიცხვებში. აქ დაახლოებით 1200 ადამიანი იმუშავებს”,- აღნიშნა ბახშიანმა.
მთავარმა ინჟინერმა აღნიშნა, რომ წელიწადში 150 მილიონი ტყვია ზედმეტია სომხეთის საჭიროებებისთვის და ზოგიერთი პროდუქტის ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს სხვა ქვეყნებში.
კომპანია დაფუძნდა დსს “ნეიტრონ გამ”– ისა და რუსეთის კონცერნ ,,კალაშნიკოვის“ თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა 2020 წლის 15 მაისს, 10 წლის ვადით.

ნახეთ მეტი
Back to top button