მთავარისაზოგადოება

კიმ კარდაშიანი ირაკლი რუსაძის ბრენდის, SITUATIONIST-ის ტანსაცმელში

კიმ კარდაშიანი ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის ბრენდის Situationist-ის ტანსაცმელში დააფიქსირეს.

პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები დღეს გამოქვეყნდა.

ირაკლი რუსაძემ საკუთარი ბრენდი 2016 წელს დაარსა. ის პირველი ქართველი დიზაინერი გახდა, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე კოლექციით წარსდგა.

უნდა აღინიშნოს, რომ კიმ კარდაშიანს და მის დებს არაერთხელ აქვთ შერჩეული ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. კერძოდ, კიმი ხშირად ჩანს ელიტარული ბრენდის Balenciaga- ს კოსტიუმებით, რომლის კრეატიული დირექტორი არის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია.

ნახეთ მეტი
Back to top button