მთავარისაერთაშორისო

წლევანდელი ტურისტული სეზონი საქართველოში ჩაიშალა

საქართველოში ტურიზმის სექტორის თანამედროვე სიტუაციაზე მოგვითხრობს სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს სპეციალური კორესპოდენტის გიტა ელიბეკიანის მასალა, რომელიც ინტერნეტ გვერდზე hy.armradio.am გუშინ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამ მასალის სრულ თარგმანს

„წელს საქართველოში ტურისტული სეზონი ჩაიშალა“, – ამის შესახებ  ლაპარაკობენ  ის ადამიანები,  ვინც  წელს კორონავირუსის გამო უმუშევარი დარჩნენ, ისინი მოელიან  ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შესრულებას, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ღია ქვეყანა ტურისტებისთვის, ეპიდემიის ფონზე.

საქართველოს მთავრობამ უკვე უპირობოდ გახსნა თავისი საზღვრები მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია ქვეყანაში ტურიზმი  შედგება თუ არა.

წელს საქართველოში პირველად იგრძნობა, რომ სადღაც გაუჩინარდნენ  ქოლგებით მოსიარულე გიდები. ეს პროფესია ბოლო წლეებში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საქართველოში.   გიდების ასოციაციის მიერ კვალიფიცირებული ათასობით გიდების გვერდით არსებობს კერძო პირებიც, რომლებიც მსგავსი ხასიათის მომსახურეობას სწევენ.   “ჩვენ ვცხოვრობთ ტურიზმით”,  ქოლგით ხელში მოსიარულე ადამიანები ასეთ ფლეშ-მობებს ახორციელებენ ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში და აღნიშნავენ, რომ მარტის თვიდან ისინი  უმუშევრები არიან. ეკატერინა ლომაძე, რომელიც თან ახლავს რუსულენოვან ტურისტებს და წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ სექტორს, ამბობს:

გიდების ფლეშმობი რიყის პარკში

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსის მეორე ტალღის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სეზონის გააქტიურების იმედი არ უნდა გვქონდეს. ერთადერთი იმედი არის, რომ აგვისტოში იქნება რაღაც მოძრაობა, მაგრამ მგონია, რომ უმნიშვნელო“.

გიდების ფლეშმობი ქუთაისში

საქართველომ უკვე გაუხსნა საჰაერო საზღვარი ხუთ  ქვეყანას  პირობების გარეშე. ევროკავშირის 13 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ  საქართველოში შესვლა, მაგრამ მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმეტესობა ტრადიციულად მეზობელი ქვეყნებიდან არის, მაგრამ ეს ქვეყნები ახლა ინფექციის გავრცელების “წითელ ზონაში” არიან. სახმელეთო  საზღვრები კვლავ დახურულია.

“წელს ტურიზმი მხოლოდ 5% -ით ამუშავდება. უკვე შეიძლება ითქვას, რომ  2020 წელს ტურისტული სეზონი საქართველოში ჩაიშალა, რა თქმა უნდა, გიდები აღარ იქნება საჭირო”, – თქვა ლომაძემ.

წელს საქართველო 10 მილიონ ტურისტს ელოდებოდა.  ამასთან, ტურისტული პიკის თვეებში  დედაქალაქ თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაკეტილია სუვენირების   და ღვინის მაღაზიები, ასევე რესტორნები  და  სასტუმროები.

თბილისელი სომეხი  დამსახურებული გიდი, ლარისა მხითარიანი  ბოლო წლების განმავლობაში პირველადაა უმუშევარი. „უკვე მეხუთე თვეა, რაც უმუშევარი ვარ. უკანასკნელად წლევანდელ წელს მარტის ბოლოს ვიმუშავე, არ მგონია წელს კიდევ მომეცეს მუშაობის შესაძლებლობა“, -ამბობს ქალბატონი ლარისა.  

შარშანაც კი, როდესაც ქვეყანაში მეფობდა ანტირუსული განწყობილება, რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ და გიდები ძირითადად დაკავებულნი  იყვნენ.

როგორც ქალბატონი ლარისა ამბობს  „ბევრმა ჩვენთაგანმა ტურისტებს გადასცეს ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ისინი გრძნობენ მშობლიური ქალაქის მიმართ, მასთ, ვისაც  კვლავ სურს ეწვიოს  თბილისს და აღმოაჩინოს საქართველოს სხვა ფარული ადგილებიც“.  

ქალბატონი ლარისას აზრით, ეპიდემიაც კი ვერ შეუშლის ხელს და  თბილისი, რომელიც მისთვისაც კი არ არის ბოლომდე აღმოჩენილი, კვლავ მიიპყრობს მოგზაურობის მოყვარულთა  ყურადღებას და მიიზიდავს მილიონობით ტურისტს.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button