მთავარისაზოგადოება

6 საათი ცეცხლის ქვეშ: ფოტოები კარმირაღბიურიდან

«Karabakh Records»-მა  გამოაქვეყნა ექსკლუზიური ფოტოები ტავუშის რეგიონის ქვედა კარმირაღბიურის თემიდან, რომელიც 14 ივლისს 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაბომბვაში. საბედნიეროდ, მშვიდობიანი მოსახლეობიდან  არავინ დაშავებულა, ზიანი მატერიალურია.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, 12-14 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სამიზნეში ამოიღეს  სომხური პოზიციები, ტავუშის სასაზღვრო დასახლებების მშვიდობიანი მოსახლეობა. აზერბაიჯანმა “გრადიც” გამოიყენა ბერდის მიმართულებით.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გამართული ბრძოლების დროს აზერბაიჯანულმა მხარემ განიცადა ათობით ადამიანის და სამხედრო-ტექნიკური ზარალი.

სომხეთის მხრიდან შეტაკებისას  გარდაიცვალა მაიორი გარუშ ვემირ ჰამბარძუმიანი, კაპიტანი სოს ფაილაკ ელბაკიანი, წვევამდელი, უმცროსი სერჟანტი სუმბატ გიორგი გაბრიელიანი, უმცროსი სერჟანტი გრიშა ვაჰან  მათევოსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button