კულტურამთავარი

ლეგენდარული იალქნიანი გემი “კილიკია”, რომელმაც ღუზა ჩაუშვა სოფელ არტანიშში (ფოტო)

,,News.am” წერს, რომ იალქნიანი გემი “კილიკია” შორიდან ჩანს. თითქოს, ის შუა საუკუნეების მინიატურული ფერწერის დროიდან მოდის. მხოლოდ გემზე იალქანი არ არის…

წელს ლეგენდარული “კილიკია” 18 წლის ხდება. NEWS.am– ს მრავალჯერ დაუწერია იალქნიანი გემის შესახებ, ერთ – ერთი ასეთი ინტერვიუ სევანში, გემზე ჩაწერილ იქნა „კილიკიას“ კაპიტან, კლუბის „აიას“-ის პრეზიდენტ კარენ ბალაიანთან.

ახლა ის კლუბ “აიას”-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. იალქნიანი გემის გვერდით განთავსებული ფირნიში მოკლედ წარმოგიდგენთ შექმნის ისტორიას და ძალიან მოკრძალებულად წარმოგიდგენთ სამეცნიერო გამოცდილების შედეგებს.

იალქნიანი გემი “კილიკია” აშენდა 2002 წელს საზღვაო საკვლევ კლუბ “აიას”-ის წევრების მიერ. გემი აშენდა შუა საუკუნეების ტექნოლოგიების დაცვით, შენარჩუნებულია შუასაუკუნეების მეზღვაურთა ცხოვრების წესი და ადათ-ჩვევები. 3 წლის განმავლობაში გემმა გაიარა 15,000 საზღვაო მილი (28,000 კმ), ეწვია ევროპისა და აზიის 25 ქვეყნის 63 პორტს. უნიკალური სამეცნიერო ექსპერიმენტის მიზანი იყო ასეთი გემების შესაძლებლობების შეფასება.

წელს ,აიას“-ს 35 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, ეს არ აღინიშნა კორონავირუსის პანდემიის გამო. მაგრამ კლუბში იმედოვნებენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად იზეიმებენ.

კლუბის სტუმართმოყვარე კარები ღიაა, მსურველებს შეუძლიათ იხილოთ იალქნიანი გემი და მის ბორტზეც გავიდნენ.

ნახევრად ბნელ ტრიუმში ხის და თავგადასავლების სურნელია. ფარნები, კარების სახელურები, საკეტები, სკამები, მაგიდები, ყველაფერი შუა საუკუნეებს მოგაგონებთ.

წლები დასჭირდა “კილიკიას” შექმნას. სამეცნიერო კვლევები ბიბლიოთეკებსა და არქივებში 6 წელი გაგრძელდა, მშენებლობა 11 წელი, სევანში გამოცდას 2 წელი დასჭირდა, დიდი სამეცნიერო გამოცდა კიდევ 3 წელი გაგრძელდა.

წარსულში უნიკალური იალქნიანი ნავი ტბებზე ნაოსნობდა, ამხიარულებდა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს.

ტურისტებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ ისტორია, 1 საათიანი გასეირნების შემდეგ არ უნდოდათ დაეტოვებინათ გემი, აცნობიერებდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას  სომხეთისთვის.

კლუბმა შეაგროვა უამრავი მასალა. “კილიკიას” გარდა, აშენდა სხვა ნავები, ძველი ნახაზებით. მათ შორისაა სევანის ორი ნავი. ახლა კლუბს სჭირდება სივრცე მუზეუმის შესაქმნელად და შეგროვებული მასალების შესანახად.

ნახეთ მეტი
Back to top button